სეს-ი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე

555

 

სეს-ი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე

სურსათის ეროვნული სააგენტო, გამორიცხავს რომ გურიაში მამაკაცის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატი შეიძლება გამხდარიყო – ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ „აგრო სიახლეებს“ განუცხადა. ლიპარტია ასევე განმარტავს, რომ სხვენსა და დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების გამოყენება, თუმცა ლეტალურ შედეგს დახურულ სივრცეში პრეპარატის სწორი კონცეტრაციაც კი არ გამოიწვევდა, ზიანის მაქსიმუმი მსუბუქი ინტოქსიკაცია იქნებოდა. მან მაგალითისთვის სათბურები დაასახელა, სადაც მსგავსი პესტიციდები გამოიყენება, თუმცა ნორმების დაცვით ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
ზურაბ ლიპარტია ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაარეგისტრირა რამდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწერების, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საცხოვრებელ და სხვა ტიპის დახურულ სივრცეში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან პესტიციდების გამოყენების წესები, ყურადღებით წაიკითხონ და გაეცნონ ეტიკეტებზე დატანილ ინფორმაციას.
ზურაბ ლიპარტია გურიაში მომხდარ უბედრუ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექსპერტიზის შედეგებს დაველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბემ“ გაავრეცელა ინფორმაცია სათაურით „ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი-ოზურგეთში მამაკაცი გარდაიცვალა“.
„აგრო სიახლეები“ მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.

https://www.facebook.com/JournalismResourceCenter/videos/436646740138929/

 

28450360_10212447520248699_1911331119_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *