უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებს

222-1206x410

მიმდინარე და გასულ წელს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.

ნიკოლოზ მესხის თქმით,  აზიური ფაროსანა დახურულ გრუნტში საფრთხედ არ მიიჩნევა. მისი განმარტებით, სათბურები თავიანთი აღჭურვილობით დიდი ზომის მწერებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.

როგორ უნდა იმოქმედოს ფერმერმა, თუკი აზიური ფაროსანა მაინც მოახერხებს სათბურში შეღწევას? ნიკოლოზ მესხი ამ შემთხვევაში, დახურული გრუნტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული პრეპარატების შესაბამისი წესების დაცვით გამოყენებას  გვირჩევს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ნიკოლოზ მესხი – მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი

28450360_10212447520248699_1911331119_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *