ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ფერომონების მუშაობის პრინციპი და ქიმიური წამლობის ეფექტურობა ადგილზე გააცნეს

vani

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა, ფერომონების მუშაობის პრინციპი ადგილზე გააცნეს.
სოფელ ბზვანის მცხოვრები ამბობს, რომ ფერომონების ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. მისი თქმით, ფერომონმა ძალიან ბევრი აზიური ფაროსანა მიიზიდა, იმ ტერიტორიის ქიმიური საშუალებით დამუშავების შემდეგ კი მავნებელი 15 წუთში განადგურდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეეგ წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით ვანის მუნიციპალიტეტის პარალელურად ხონის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.
ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი
ამირან მარგველაშვილი – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის მცხოვრები.
მიხეილ ჟღენტი – ვანის მუნიციპალიტეტის  სოფელ მთისძირის მცხოვრები
https://www.youtube.com/watch?v=pA7k9jKp1g0
28450360_10212447520248699_1911331119_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *