საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

Capture-1048x410

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის შემდეგი ეტაპის დაწყებამდე საკამიდამო ნაკვეთებში ფერომონიანი დამჭერების დამონტაჟება იწყება. ეს ხელს შეწუყობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ბაღლინჯოს მოზიდვას, შემეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. წამლობა მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ, ამ ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდება და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში შედარებით ნაკლები ინდივიდი გადაინაცვლებს.

ფერომონების დამონტაჟებისა და წამლობის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლისსაკოორდინაციო შტაბში  სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულებს მიაწოდეს.

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიითდამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით –  32 ათასამდე  ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებისგამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი  ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით – 11 391 ჰა.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ნიკოლოზ მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი;
  • ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი.

28450360_10212447520248699_1911331119_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *