როგორ მიიღო ფერმერმა გურიაში მანდარინის კარგი მოსავალი

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების

პარალელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე, თხილის და მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე  ქიმიური დამუშავების დროს,  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ფერმერი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო.ადგილობრივი ამბობს, რომ  მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობა, მისი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელეს, რამაც მათი მოსავლის გაფუჭება გამოიწვია.

 

ვასილ გობრონიძე – ფერმერი


მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *